воскресенье, 16 февраля 2014 г.

                                          ტრენინგის მერვე დღე
                      ვისწავლეთ  ვორდისა და პოვერ პოინტის პრეზენტაციის  დოკუმენტის ჩაშენება,ლინკის დამატება,ელექტრო პროდუქტის გაგზავნა,გაზიარება,გვერდების დამატება.

суббота, 15 февраля 2014 г.

                                                 ტრენინგის მეშვიდე დღე
              მეშვიდე დღეს გავეცანით ძალიან ბევრ შეფასების რუბრიკასა  და სქემას, ვიმუშავეთ პროექტის შაბლონზე და შევავსეთ პროცედურებისა და გაკვეთილის მონახაზის რუბრიკები.თავად შევქმენით შეფასების რუბრიკები,რომლებიც გამოგვადგება  ჩვენი პროექტის ფარგლებში.
               მინდა ვთქვა ,რომ ძალიან დავიღალე და მომშივდა.თუმცა ვთვლი ,რომ ეს დაღლა ღირდა .ბევრი რამ ვისწავლე
                                                        ტრენინგის მეექვსე დღე
                    გავეცანით მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომებს და ვისწავლეთ მათი შექმნა .
 გავარკვიერამდენად დამეხმარება მოსწავლის ნაშრომის ნიმუშის შექმნა პროექტის ფარგლებში ჩემი მოლოდინების გამოკვეთასა და სასწავლო პროცესის დაგეგმვაში. ასევე,პროექტებზე მუშაობისას როგორ უზრუნველვყო მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა.
                       
                    მოდულის ფარგლებში მონაწილეებმა
  • ერთმანეთს გავუზიარეთ იდეებს პროექტებში ინტერნეტის გამოყენების შესახებ
  • განვიხილეთ მოსწავლეთა მიერ ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენების გზები
  • შევქმნით  და შევაფასეთ მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები: პრეზენტაციები, პუბლიკაციები, ვიკი და ბლოგები.
  • პროექტის გეგმებში შევიტანეთ საჭირო ცვლილებები
  • გავაკეთეთ რეფლექსია.
   
                                                          მეხუთე დღე
                           დღევანდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი იყო . გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია .განვიხილეთ სასარგებლო საიტები,შევისწავლეთ თუ როგორ შევინახოთ საიტის მისამართი ბრაუზერში და როგორ ვიპოვოთ შენახული საიტი.განვიხილეთ საავტორო უფლებები.
                 
                                                                                                               დიდი მადლობა ხათუნა

воскресенье, 2 февраля 2014 г.

                                         
                                                 ტრენინგის მეოთხე დღე
                             დღევანდელი დღე უჩვეულოდ დაიწყო , რუსთავში განუწყვეტლივ თოვს . საშინლად არ მსურდა სახლიდან გამოსვლა ,თავი ძლივს ვაიძულე  , რომ ტრენინგზე წამოვსულიყავი  და აი  ,აქ ვარ . მე მოვედი , როგორც ყოველთვის დღევანდელმა 4 საათმაც ისე გაიარა ,რომ დაღლა არ მიგრძვნია .
                            დღეს  შევისწავლეთ მეორე მოდულის  მესამე, მეოთხე ,მეხუთე  აქტივობა , რომლის ფარგლებშიც გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს  , განვსაზღვრეთ მოსწავლეების საჭიროებები , გავეცანით პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციებს და შემდეგ თავად გავაკეთეთ ჩვენი  პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია .

суббота, 1 февраля 2014 г.

                                                        ტრენინგის   მესამე დღ
                        დღეს  ტრენერის დახმარებით  ვიმუშავეთ  მეორე მოდულის მეორე აქტივობაზე, შევიმუშავეთ  სტანდარტის გათვალისწინებით გაკვეთილის გეგმის  მიზნები, .ვიმუშავეთ  გეგმის შამბლონში. ყურადღება გავამახვილეთ  ზოგად თემატურ  და შინაარსობრივ კითხვებზე,
                          დღევანდელი დღე  საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო წინა ორი დღის მეცადინეობის მსგავსად.სულ ვფიქრობდი,რომ მოსაწყენი იქნებოდა ყოველი მომდევნო დღე,თუმცა აღმოჩნდა,რომ სულაც არა,პირიქით,სულ უფრო მეტად მომწონს ეს ტრენინგი,რადგან უამრავ სიახლეს ვიგებ.