მაძიებლებისათვის ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
თარიღი
: 20 . 03 . 2014
საგანი
: ქართული
ენა
და
ლიტერატურა
გაკვეთილის
თემა :დავით გურამიშვილის „ დავითიანი „ -სიზმარი
დავით
გურამიშვილისა
ტყვეობასა შინა“ , „ტყვეობიდან გაპარვა დავით გურამიშვილისა“
კლასი
:მე-9
დრო
: 35 წუთი
გაკვეთილის
მიზნები: 1)პოეტური ტექსტის
აღქმა
2)ლექსიკური მარაგის გამდიდრება
3)ინფორმაციის გადამუშავება და გაანალიზება
4)გამომეტყველებითი კითხვის უნარის განვითარება
5)შესწავლილი ტექსტის მიხედვით პერსონაჟის წარმოსახვითი პორტრეტის შექმნა
6)კრიტიკული აზროვნების განვითარება
7)მხატვრული სახეებზე დაკვირვება
ეროვნული
სასწავლო გეგმით
მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი:
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა
თვასაზრისი სადავო და პრობლეურ საკითხებზე.
ქართ. IX. 2. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება
საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით
ქართ. IX. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა განსხვავებული ტექსტების ენობრივ
თავისებურებებზე.
ქართ. IX. 4. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის ძირითადი ენობრივი
მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.
ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა
თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-
გაანალიზება.დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. IX.7. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის
გამოყენება
სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას.
ქართ. IX. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება
აქტივობები/დროის განაწილება : პროვოცირება10 წუთი, წვდომა 15 წუთი, რეფლექსია 7 წუთი ,საშინაო დავალება 3 წუთი.
აქტივობები/დროის განაწილება : პროვოცირება10 წუთი, წვდომა 15 წუთი, რეფლექსია 7 წუთი ,საშინაო დავალება 3 წუთი.
I ეტაპი --- პროვოცირება
: დაფაზე
დიდი
ასოებით
ვწერ
მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე
საუკუნის
საქართველო და დიდი საზოგადო მოღვაწეები,ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ ,სათითაოდ
მივიდნენე დაფასთან და დაწერონ ის ინფორმაცია და წლები ,რაც იციან ზემოთაღნიშნული
მასალის შესახებ.თითოეული მათგანი ზეპირად ,დამტებით გადმოსცემს იმ ინფორმაციას,
რომლის დაწერაც ვერ მოახერხა დაფაზე.
II ეტაპი --- წვდომა
: მოსწავლეებს
დავუსვმა
ფრონტალურ
კითხვებს,რომელთა
სასალებითაც
გამოვიკითხავ შაშინაო დავალებას.
1.რას მოუწოდებს ხმა გურამიშვილს?
2.რა გრძნობას უღვიძებს გულში პოეტს ეს ხმა?
3.ვინ ყოფილა ამ ხმის გამომგზავნელი?
4.ვინ ჰგონია დავით გურამიშვილის ამ ხმის პატრონი?
5.ვინ აღმოჩნდა პოეტისათვის გზის გამკვალავი?
6.რას უწოდებს იგი თავის გზის გამკვალავს?
7.ვინ არის მწყემსი კეთილი?
8. რატომ ხვევს პოეტი ყოველივეს მისტიურ საბურველში?
9. რომელ ქორწინებაზეა საუბარი ამ თავში და ვისთან ქორწინებაზე?
10. რას დაატარებდა გულით დავით გურამიშვილი?
11. რას შესთხოვდა გურამიშვილი ღმერთს?
12. როგორ მოახერხა გურამიშვილმა განსაცდელისაგან თავის დაღწევა?
13.რომელი მხატვრული ხერხი გამოიყენა გურამიშვილმა გამოქვაბულთან მიმართებაში?
14 .“რაც კაცი ღმერთსა ენდობის ,ღმერთი კარგს უზამს ,არ ავსა“,-ამბობს გურამიშვილი,სხვა
რომელ ტექსტში გვხვდება მსგავსი მოსაზრება.,დამოკიდებულება უფლისადმი.
15.ძირითადად რამდენ სტროფიან სტროფებს იყენებს პოეტი ამ ნაწარმოებში?
16. როგორია მარცვალთა რაოდენობა თითოეულ სტროფში?
17. რა სახის რითმა გვხვდება ლექსში?18. „ისარი გულში მამასო“-წერს პოეტი.თქვენი აზრით, რატომ არღვევს იგი სალიტერატურო
ენის ნორმებს-ლექსის ჟღერადობისა თუ ენობრივი ნორმების უცოდინრობის გამო?
III---ეტაპი--რეფლექსია
: შევაჯამებთ
მასალას-მოსწავლეებმა
უნდა
ისაუბრონ
დავით
გურამიშვილისა და სულხან-საბა ორბელიანის ტრაგიკულ ბედზე და შექმნან 21 -ე საუკუნის
ეროვნული გმირის სახე.
საშინაო
დავალება : დაწერონ თემა
-გურამიშვილის
ეკლიანი
გზა.
მოიძიონ დამატებითი მასალა დავით გურამიშვილის შესახებ.
შეფასება
: განმავითრებელი
შეფასება,სიტყვიერი
კომენტარი
საკლასო
მენეჯმენტი : ორგანიზება-საერთო
საკლასო
სპეციალური საგნმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეები
არ
მყავს
საჭირო რესურსები : სახელმძღვანელო,დაფა,ცარცი
ღია გაკვეთილი მე-7 კლასში
საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა
გაკვეთილის თემა :ქართული სალიტერატურო ენის შევსების წყაროები.
კლასი :მე-7
დრო : 45 წუთი
გაკვეთილის მიზნები: მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ უცნობი მასალის მოსმენის,გააზრების,ენობრივი მახასიათებლების ამოცნობის,ზეპირი პრეზენტაციის.სხვათა აზრის მოსმენის,საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმისა და დისკუსიაში მონაწილეობის უნარ-ჩვევები ,ასევე,წერილობითი ტექსტის შექმნის უნარ-ჩვევა.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი : ქართ. VII.1.მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე. ქართ.VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით. ქართ. VII. 3. მოსწავლეს შე უძლია სამეტყველო ქცევის შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით. ქართ. VII. 4. მოსწავლეს შეუძლია საკლასო დისკუსიებში მონაწილეობისმიღება. ქართ. VII. 5.მოსწავლეს შეუძლია ზეპირმეტყველების ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება. ქართ. VII. 6. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება ქართ. VI 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით. ქართ. VII.11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით. ქართ. VII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა.
აქტივობები/დროის განაწილება : პროვოცირება13 წუთი,წვდომა 25წუთი, რეფლექსია 5 წუთი ,საშინაო დავალება 2 წუთი.
I ეტაპი - პროვოცირება : დაფაზე დიდი ასოებით ვწერ - ჩვენი ენა ქართული და მოსწავლეებს ვთხოვ,გაიხსენონ : ა)რას ეწოდება დედაენა ბ)რომელია ჩვენი დედაენა,რა იციან ქართული ენის წარმოშობისა და ქართული დამწერლობის შესახებ. გ)რომელია ქართველური ენები დ)რომელია ქართული ენის დიალექტები ე)რას ეწოდება ბარბარიზმები,ნეოლოგიზმები,ნასესხები სიტყვები.
II ეტაპი - სიღრმისეული წვდომა : მოსწავლეებს ვაჩვენებ ყუთს რომელსაც სახელად ჰქვია „ჩვენი ენა ქართული“ და ვთხოვ ყუთიდან ამოიღონ სიტყვები,რომლებიც ფერად-ფერად ლამაზ ფურცლებზეა დაწერილი და მიამაგრონ წინასწარ კედელზე გაკრულ ქართული ენის ხეზე.მოსწავლეები ინდივიდულურად ხსნიან თითოეულ სიტყვას და ამაგრებენ ხეზე,განმარტავენ ეს სიტყვები ნასესხებია,ბარბარიზმია,ნეოლოგიზმია,არქაიზმია,ჟარგონია ,ვულგარიზმია თუ დიალექტური ფორმა. შემდეგ მოსწავლეებს ვყოფ 4 - 4 კაციან ჯგუფებად და ვურიგებ ჯგუფურ სამუშაოს.მოსწავლეებს ურიგდებათ თაბახის ფურცლები,რომლებზეც წერია ქართული სიტყვები და მათ გვერდით უნდა მიუწერონ , სიტყვათა რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ისინი.შემდეგ მოსწავლეები მოახდენენ პრეზენტაციას.სიტყვიერ დადებით კომენტარს დაიმსახურებს ის ჯგუფი,რომელიც უშეცდომოდ ამოიცნობს ყველა სიტყვას.
III-ეტაპი-რეფლექსია : მოსწავლეებმა უნდა შეაჯამონ ქართული ენის დაბინძურებისა და ენის შევსების წყაროები,ისაუბრონ ქართულ ენაზე ,რომელსაც სათუთი მოვლა და მოფრთხილება, სიწმინდის დაცვა სჭირდება. საშინაო დავალება : დაწერონ თემა დავიცავთ ჩვენი ქართული ენა.(მივცემ სიტყვიერ ინსტრუქციას ,როგორ უნდა ააგონ თემა)
შეფასება : განმავითრებელი შეფასება,სიტყვიერი კომენტარი .
საკლასო მენეჯმენტი : ორგანიზება-საერთო საკლასო .
მოსწავლეთა რაოდენობა: 18 სპეციალური საგნმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები არ მყავს
საჭირო რესურსები : სახელმძღვანელო,დაფა,ცარცი,მარკერები,თაბახის ფურცლები
Комментариев нет:
Отправить комментарий